კონსულტაციები საქართველოში

1jPEXUXeSAxlqQXg5I-Vipk-Q_6TDgL6c-NFzi60ntY,7YTcVno-6v0fPIpL9GhzNjF29sSco7qwljaCkiB6kUY,Cs3pqP4N-8CKE1a3nmyhlI9SVDfsymhVxcqQrQiOty8

საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განმახორციელებელ დაწესებულებებთან გამართული კონსულტაციები გამოძიებასა და ფაქტების დადგენასთან დაკავშირებით

CMN-ის საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ხელსაწყოების პროექტის პირველი კონსულტაცია საქართველოში გაიმართა თბილისში, 2014 წლის 8-დან 11 სექტემბრამდე. პროექტის გუნდი შეხვდა საქართველოს მთავარი პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს 2008 წლის კონფლიქტის კონტექსტში მიმდინარე ეროვნული გამოძიებისა და დოკუმენტირების თაობაზე. აღნიშნული მისია შედგა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სტატუტის წევრ სახელმწიფოთა მე-12 ასამბლეის ფარგლებში CILRAP-CMN-ის მიერ ჩატარებული ღონისძიების საქართველოს მიერ მხარდაჭერისა და მასში მონაწილეობის შედეგად.

მოცემული კონსულტაციების ფარგლებში განხილულ იქნა შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ჩადენილი დიდი რაოდენობისა და რთული ხასიათის დანაშაულების დოკუმენტირებისა და გამოძიებისთვის საჭირო მეთოდოლოგია. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, CMN-ის დირექტორმა, ილია უთმელიძემ მოახდინა I-DOC სისტემის რამდენიმე ფუნქციის დემონსტრირება, მათ შორის როგორც სტატისტიკური, ისე მონაცემთა ჰარმონიზაციის კუთხით არსებული შესაძლებლობები და ზოგადად დოკუმენტირებისათვის დამახასიათებელი სამუშაო პროცესები.

აღნიშნულის გარდა, პროექტის გუნდი შეხვდა თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტს და რამდენიმე ეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციას როგორც პროექტის შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით, ისე საერთაშორისო დანაშაულებისა და ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების თაობაზე ფაქტების დადგენისა და გამოძიებისათვის დამახასიათებელი თავისებურებების განსახილველად.

დადგენის ხელსაწყოს აქტივობებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ CMN-ის ეროვნულ მრჩეველს, მაია თითბერიძეს Maia Titberidze.


Created with flickr slideshow.
Leave Yours +

არ კომენტარები

კომენტარები დახურულია.

  • კომენტარები დახურულია