ჩვენი ხელსაწყოები

CMNtoolkits

j

CMN-ის საერთაშორისო სისხლის მართლმსაჯულების ხელსაწყოები  (CMN ICJ ხელსაწყოები) მოიცავენ მონაცემთა ბაზებს, პუბლიკაციებსა და სერვისებს, რომლებიც ასახავენ და ეხმიანებიან სისხლისსამართლებრივი პროცესის სტადიებს, ქვეყნებს, ისეთ ძირეულ საკითხებს, როგორიცაა დანაშაულები, პასუხისმგებლობის ფორმები ან ტრიბუნალები, აგრეთვე დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზებსა თუ პუბლიკაციებს.

მონაცემთა ბაზები

CMN ICJ ხელსაწყოები იყენებენ ღია პროგრამულ უზრუნველყოფას მთავარი საერთაშორისო დანაშაულების ჩამდენთა მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების პროცესში წარმოშობილი ყოველდღიური გამოწვევების გადასაწყვეტად ტექნოლოგიაზე დაყრდნობით. აღნიშნული ეფუძნება მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებას კონფლიქტის შემდგომი მართლმსაჯულების განმახორციელებელი დაწესებულებებისა და, აგრეთვე, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოებისა და ტრიბუნალების კუთხით. თითოეულ ხელსაწყოს თან ერთვის გამოყენების სახელმძღვანელო.

პუბლიკაციები

CMN ICJ ხელსაწყოების პუბლიკაციები მოიცავენ ინფორმაციას, ცოდნას, უნარჩვევებსა და ანალიზს პროექტის თითოეული თემის ირგვლივ. ისინი ფარავენ როგორც ზოგად და გლობალურ თემებს, აგრეთვე კონკრეტული ქვეყნების მიხედვით რელევანტურ საკითხებს. პუბლიკაციების გამოქვეყნება მოხდება ტორკელ ოპსალის სახელობის ელექტრონული გამომცემლობის (TOAEP) მიერ.

სერვისები

CMN ICJ ხელსაწყოების სერვისები მოიცავენ ტრეინინგს, ტექნიკურ დახმარებასა და ინსტიტუციური პოტენციალის გაძლიერებისკენ მიმართულ პარტნიორობას ხელსაწყოების გამოყენების ინსტრუქციებისა და მეთოდოლოგიის თაობაზე, აგრეთვე იმ არსებით საკითხებსა და სამუშაო პროცესებზე, რაც მათ უდევთ საფუძვლად.

მოცემული ხელსაწყოების სისხლის სამართლის პროცესის სტადიებისა და ეროვნული თუ საერთაშორისო მომხმარებლების კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად ორგანიზებით ჩვენ საშუალება გვეძლევა, რომ მთავარ საერთაშორისო დანაშაულებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევების მიმართ მართლმსაჯულებაზე მომუშავე პირებს თუ ორგანიზაციებს მივაწოდოთ სისტემური მხარდაჭერა აღნიშნული პროცესის თითოეულ ეტაპზე.

ჩვენი გამოცდილებით, ეროვნული სასამართლო სისტემები, საჯარო თუ დამოუკიდებელი დაწესებულებები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები რიგ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს აწყდებიან როდესაც იღებენ დარღვევათა მიმართ პასუხისმგებლობის დაყენებისაკენ მიმართულ ზომებს.

მთავარი საერთაშორისო დანაშაულებისა და ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების მიმართ წარმართული სისხლის სამართლის პროცესის თითოეული ეტაპი მოიცავს როგორც კანონმდებლობის, ისე ფაქტობრივი თუ სამართლებრივი მასალის სიუხვეს. აღნიშნული მოიცავს: იმის უზრუნველყოფას, რომ არსებობდეს სათანადო კანონმდებლობა, ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების თანხვედრაში მოყვანას, ფაქტების დადგენასა და გამოძიების წარმოებას რომელიც ასახავს მთავარი საერთაშორისო დანაშაულების სამართლებრივ მოთხოვნებს კონკრეტული ეროვნული სამართლებრივი სისტემის თანახმად, ინციდენტებისა და დარღვევების ერთიან რუქაზე დატანას და აგრეთვე პრიორიტეტიზაციას ან საქმეთა შერჩევას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაყენებლად და ძლიერი საქმის მომზადებას ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში.