გამოძიებისა და ფაქტების დადგენის ხელსაწყო

საქართველო, მექსიკა

ეროვნული ორგანოების მიერ მთავარ საერთაშორისო დანაშაულთა ეფექტიანი გამოძიება პასუხისმგებლობის დაყენებისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობის ქვაკუთხედია. მთავარ საერთაშორისო დანაშაულებსა და ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით წარმართული ფაქტების დადგენისა და გამოძიების პროცესი რთულია. აუცილებელია კონკრეტულ ინციდენტებსა და უფრო ფართო დარღვევებს შორის კავშირის ან პატერნების დადგენა და, ამასთანავე, ჯგუფებსა და ინდივიდუალურ ეჭვმიტანილებთან კავშირის გამოვლენა. აღნიშნული გულისხმობს ინფორმაციის სიუხვეს, რომელიც განსხვავდება კატეგორიისა და წყაროს მიხედვით და მოპოვებულია როგორც დარღვევების პარალელურად, ასევე ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ.

გამოძიებისა და ფაქტების დადგენის ხელსაწყო მიზნად ისახავს ეროვნული გამომძიებლებისა და ფაქტების დამდგენი პირებისთვის პრაქტიკული და შინაარსობრივი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიწოდებას იმისათვის, რომ მათ მოახდინონ მთავარი საერთაშორისო დანაშაულებისა და ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების ეფექტიანი და ობიექტური დოკუმენტირება და გამოძიება.

მონაცემთა ბაზა: I-DOC (გამოძიებისადოკუმენტირების სისტემა

I-DOC-ი ხელს უწყობს მთავარ საერთაშორისო დანაშაულებსა და ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებულ ფაქტებზე მუშაობას, მათ შორის, ფაქტების შეგროვებას, გამოძიებას, ანალიზს, საქმის მომზადებას, სასამართლო ეტაპზე მსვლელობას და შემდგომ პროცესებს.

 

  • ფაქტების დასადგენად საჭირო ინფორმაციული კატეგორიების კატალოგები;

  • ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოზე დაფუძნებული ანალიზი;

  • ინფორმაციის კატეგორიების, საქმის შემადგენელი ნაწილების დამაკავშირებელი რუქისა და ფაქტებში გამოვლენილი გეოგრაფიული ან დროის პატერნებისა და სხვა კავშირების მიმოხილვა;

  • სისხლის სამართლის  და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების აგება ინფორმაციის კატეგორიების მეშვეობით;

  • დაკავშირებულია ICC ქეის მეითრიქსსა დამთავარი საერთაშორისო დანაშაულების მონაცემთა ბაზის (CICD) სამართლებრივი მოთხოვნების ანალიზის კომპონენტთან.

 

I-DOC ემყარება  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ქეის მეითრიქს პროგრამის ფარგლებში განვითარებულ ლოგიკურ იდეებსა და ქეის მეითრიქს ნეთვორქის კონტექსტში არსებულ კონცეპტუალურ პრინციპებს.

პუბლიკაციები

  • I-DOC-ის მომხმარებლის სახელმძღვანლო

  • თემატური გაიდლაინები

  • საკონსულტაციო დოკუმენტები

  • საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროში კვლევის წარმართვის გაიდლაინები

სერვისები

  • ტექნიკური მხარდაჭერა I-DOC-ის ადაპტირებისა და გამოყენების კუთხით

  • პარტნიორობა ინსტიტუციური პოტენციალის გაძლიერების კუთხით

დამატებითი საკითხავი:

Quality Control in Fact-Finding („ხარისხის კონტროლი ფაქტების დადგენის პროცესში“), Torkel Opsahl Academic EPublisher, ფლორენცია, 2013, 500 გვერდი(ISBN 978-82-93081-78-4).

Morten Bergsmo, Alf Butenschøn Skre and Elisabeth J. Wood (რედაქტორები), “Understanding and Proving International Sex Crimes („საერთაშორისო სქესობრივი დანაშაულების გააზრება და დამტკიცება“), Torkel Opsahl Academic EPublisher, პეკინი, 2012, 894 გვერდი (ISBN 978-82-93081-29-6).

მორტენ ბერგსმო (რედაქტორი), Active Complementarity: Legal Information Transfer („აქტიური კომპლემენტარულობა: სამართლებრივი ინფორმაციის გადაცემა“), Torkel Opsahl Academic EPublisher, ოსლო, 2011, 572 გვერდი (ISBN 978-82-93081-56-2).