საქართველო

i0NSzNmbGl3jHRUfJc9h5knK2xvZV5oDfcuLYkUt0ZM

გამოძიებისა და ფაქტების დადგენის ხელსაწყო

გამოძიებისა და ფაქტების დადგენის ხელსაწყოს ქართულ კონტექსტსა და საჭიროებებზე მორგება და იმპლემენტირება განხორციელდება 2014 წლის ივნისიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით. აღნიშნული ხელსაწყოს გამოყენება შესაძლებელი იქნება ქართულ და ინგლისურ ენებზე. საქართველოს, როგორც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წინასწარი გამოძიების ეტაპზე მყოფი ქვეყნის სტატუსის გათვალისწინებით და საქართველოში შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პროცესების წარმმართველ ორგანოებთან კონსულტაციის შედეგად, გამოძიებისა და ფაქტების დადგენის ხელსაწყო გამოყენებულ იქნება შესაძლო ომის დანაშაულებთან დაკავშირებული ინციდენტების ეროვნულ დონეზე დოკუმენტირებისა და გამოძიების პროცესების ხელშესაწყობად.

 საქართველო არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს დამფუძნებელი დოკუმენტის ხელშემკვრელი მხარე და საქართველოს მიმართაღნიშნული სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წინასწარი გამოძიების წამოწყების გადაწყვეტილების გასაჯაროვება მოხდა 2008 წლის აგვისტოში იმ მოვლენებთან მიმართებით, რაც პროკურორის ოფისმა დაახასიათა როგორც სამხრეთ ოსურ ძალებსა და ქართულ ჯარს შორის არსებული შეიარაღებული კონფლიქტი, რომლის გასაერთაშორისოება მოხდა კონფლიქტში რუსეთის ჩაბმის შედეგად. ქართულმა მხარემ მიიღო 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიების გადაწყვეტილება. საგამოძიებო პროცესის უკეთ კოორდინირებისა და წარმართვის მიზნით საქართვლოს მთავარი პროკურორის ინიციატივით 2013 წლის მაისში შეიქმნა რვა წევრისაგან შემდგარი საგამოძიებო კომისია.

გამოძიებისა და ფაქტების დადგენის ხელსაწყო დაეხმარება ეროვნულ უწყებებს შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიებისა და დოკუმენტირებისათვის საჭირო ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკის გაუმჯობესებაში. აღნიშნული ხელსაწყო შესაძლებელს გახდის შესაძლო ინდივიდუალური დარღვევების როგორც ე.წ. ერთიან „რუქაზე“ დატანას, ისე დარღვევების უფრო ზოგადი პატერნებისა და სურათის გამოვლენას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ინდივიდუალური საქმეების სათანადოდ წარმართვას. მოცემული ხელსაწყო მიზნად ისახავს გამოძიების პროცესის მტკიცებულებითი და ფაქტებზე დაფუძნებული ნაწილის გაძლიერებას და დაეხმარება ეროვნულ საგამოძიებო უწყებებს ომის დანაშაულის სამართლებრივი და ფაქტობრივი მოთხოვნების გათავისებაში როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში.

კონსულტაცია

გამოძიებისა და ფაქტების დადგენის ხელსაწყოს რელევანტურობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოსთან მიმართებით დაგეგმილი აქტივობები ეფუძნება როგორც შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აკადემიურ წრეებთან კონსულტაციის პროცესს. ამასთანავე, მოცემული ხელსაწყოს ქართულ საჭიროებებზე მორგების მიზნით გაიმართება წინასწარი კონსულტაცია საქართველოს მთავარ პროკურატურასთან იმისათვის, რომ მოხდეს მათი კონკრეტული საჭიროებების იდენტიფიცირება.

ხელსაწყოები: ინფორმაციის დოკუმენტირების სისტემის (I-DOC) ადაპტირება და საჭიროებებზე მორგება

I-DOC სისტემა მორგებული იქნება კონკრეტულ სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელთა იდენტიფიცირება და სამიზნე ჯგუფთან შეთანხმება მოხდება ზემოაღნიშნული კონსულტაციის პროცესში და ხელმისაწვდომი იქნება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

რესურსები

საქართველოში გამოძიებისა და ფაქტების დადგენის ხელსაწყოს გამოყენებას ხელს შეუწყობს რამდენიმე კვლევითი პუბლიკაცია, რომელთა მიზანია ომის დანაშაულებთან დაკავშირებული ფაქტების დადგენისა და გამოძიების პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის საჭირო ინფორმაციისა და ცოდნის მიწოდება.

აღნიშნული მოიცავს შემდეგ ზოგად რესურსებს

გაიდლაინები საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროში კვლევის განხორციელების თაობაზე

საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროში კონკრეტული შერჩეული საკითხების სამართლებრივი მიმოხილვა

აგრეთვე, ხელმისაწვდომი იქნება უფრო კონკრეტული რესურსი გამოძიებისა და ფაქტების დადგენის ქართული ხელსაწყოს მხარდასაჭერად:

  • I-DOC მომხმარებლის სახელმძღვანელო

სერვისები: ტექნიკური მხარდაჭერა I-DOC-ის გამოსაყენებლად

აღნიშნული სისტემის სათანადოდ გამოყენების უზრუნველსაყოფად, I-DOC-ით მოსარგებლე უწყებას ჩაუტარდება შესაბამისი ტრეინინგები და მიეწოდება საჭირო ტექნიკური მხარდაჭერა. მათ აგრეთვე მიეწოდებათ საუკეთესო პრაქტიკის ამსახველი და ქართულ ენაზე შედგენილი საკონსულტაციო დოკუმენტები მთავარი საერთაშორისო დანაშაულების გამოძიებისა და ფაქტების დადგენის თაობაზე.

საქართველოს პროექტის გუნდი

ოლიმპია ბეკუ

ემილი ჰანთერი

ლეა რამბო

მაია თითბერიძე

ილია უთმელიძე